ქცევის წესი

1. კინოთეატრ „საქართველოს“ სამსახურის საერთო წესები
1.1. კინოთეატრის სამუშაო საათები 10:00 საათიდან ბოლო სეანსამდე (ყოველდღიურად)
1.2. დაჯავშნული ბილეთების ჯავშანი იხსნება სეანსის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
1.3. ბილეთის შენახვა აუცილებელია კინო სეანსის დასრულებამდე და იმ ადგილის დაკავება, რომელიც მითითებულია ბილეთზე.
1.4. გაყიდული ბილეთები ამოცვლას ან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.5. 6 წლამდე ბავშვებს, რომელნიც არ იკავებენ ცალკე ადგილს კინო დარბაზში, ბილეთი არ სჭირდებათ. 12 წლამდე ბავშვებზე, რომელნიც ადგილს იკავებენ , ბილეთებზე ვრცელდება ფასდაკლება.
1.6. სტუდენტებისთვის და 60 წელს ზემოთ პირებისთვის მოქმედებს ფასდაკლება ბილეთებზე კონკრეტულ ფილმების სიაზე, რომლის დაზუსტებაც შეიძლება კინოთეატრის სალაროებში.
1.7. კინოთეატრ „საქართველო“- ში არ დაიშვებიან პირები, რომლებიც არიან ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ, პირები არა აკურატულ მდგომარეობაში ან რომლებიც მკაფიოდ გამოხატავენ აგრესიულ ქცევას.
1.8. მოწევა აკრძალულია კინოთეატრის ყველა სივრცეში.
1.9. კინოთეატრის ტერიტორიაზე შინაურ ცხოველებთან ერთად შესვლა აკრძალულია.
1.10. კინოთეატრის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ იმ პროდუქტების გამოყენება, რომელიც შეძენილია კინოთეატრის ბარში.
1.11. გარდერობის თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებლები შეუტყობინებელი ძვირფასი ნივთების აღწერილობის შესახებ , რომელიც დატოვეს ჯიბეში და ტანსაცმლის შიდა ჯიბეებში.
1.12. კინოთეატრის ტერიტორიაზე აკრძალულია ძლიერი ალკოჰოლური სასმელი პროდუქციის მიღება , ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ან ფსიქოთერაპიული ნივთიერებების მიღება.
1.13. კინოთეატრი არ არის პასუხისმგებელი პირადი დაზიანებებისა ან/და ქონების, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის უკანონო ქმედების შედეგად.
1.14. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფილმის სეანსის მომსახურება , დაწყების დრო რომელიც მითითებულია თქვენს ბილეთზე, იგი მოიცავს სადემონსტრაციო ფილმს, და ასევე სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს, რომელთა მაქსიმალური ხანგრძლივობა არ აღემატება 25 წუთს. სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის გადასახადი არ არის.


2. კინოთეატრ „საქართველო“ - ს დარბაზებში სტუმართა/ მაყურებელთა ქცევის წესების სია.
2.1. კინოთეატრის დარბაზებში აკრძალულია: მოწევა, ჩხუბი, საკვების შეტანა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან გააფუჭოს მნახველების ტანისამოსი და კინოდარბაზის აპარატურა, ფეხების შემოწყობა მის წინ მდებარე სავარძელზე.
2.2. კინო სეანსის დროს დარბაზებში არ არის სასურველი: მობილური ტელეფონების გამოყენება, ხმამაღალი საუბარი, ყვირილი , ბილწსიტყვაობა, დარბაზში სიარული საჭიროების გარეშე.
2.3. საავტორო უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით კინო დარბაზებში იკრძალება ფოტო და ვიდეო ტექნიკის გამოყენება.