24.02.2018

შეიტყვეთ უფრო მეტი ჩვენი VIP დარბაზების შესახებ
შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა კინოთეატრში წასვლასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად!
სპეციალურად თქვენთვის, კინოთეატრ "კინო საქართველოში" შექმნილია ორი შესანიშნავი დარბაზი ამაღლებული კომფორტით - VIP დარბაზები.
ეს არის შესაძლებლობა, გაატაროთ საუკეთესო დრო მეგობრებთან, ახლობლებთან და ჩაეფლოთ არაჩვეულებრივ ატმოსფეროში.
თქვენს სამსახურშია უჩვეულო დიზაინი, კომფორტული კინო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია FIGUERAS-ის ავტომატურად რეგულირებადი ტყავის სავარძლებით,სადაც შეგიძლიათ მოეწყოთ კომფორტულად და ისიამოვნოთ, კინოთეატრის თანამშრომლების ინდივიდუალური მომსახურება , სასმელებისა და საკვები კინოთეატრის ბარიდან.
VIP დარბაზი არის უნივერსალური ადგილი დასვენებისთვის, სადაც ფილმების ყურების გარდა შეგიძლიათ:
> წარმართოთ სპორტული შეჯიბრები
> დაგეგმოთ სუპერ წვეულება
> დაგეგმოთ რომანტიული საღამო
> აღნიშნოთ იუბილეები / დაბადების დღეები
> მოაწყოთ კარაოკე წვეულება
> ჩაატაროთ საქმიანი შეხვედრები, ვიდეოკონფერენციები
> ისიამოვნოთ ონლაინ სპორტული ღონისძიებებით
> ჩაატაროთ ტრენინგები, პრეზენტაციები ...
კინოს VIP დარბაზი განკუთვნილია 10 პერსონაზე, აქვს ინდივიდუალური საპირფარეშო, გარდერობი, მინი-ბარი.
აჩუქეთ თქვენს თავს დაუვიწყარი გამოცდილება!
დეტალური ინფორმაცია: 0431 23 01 10; info@kinosakartvelo.ge ; www.kinosakartvelo.ge